weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და პარლამენტში არ შევდივარ – ელისაშვილი

00:39 ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2020

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მისი თქმით, პოლიტპატიმრების საკითხზე ჯერ შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ ამასთან დაკავშირებით „სერიოზული ლაპარაკი მიდის“.

„11-ში არ შევდივარ. შანსი არაა. პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. ეს პირობა თუ არ შესრულდა, პარლამენტში ფეხს არ შევდგამთ  - არც მე და არც ლევანი. არც განცხადებას ვწერ, არაფერს ვწერ. ჯერ შეთანხმებას ველოდები“, – განაცხადა ელისაშვილმა ტელეკომპანია მთავარი არხის“ ეთერში.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე მივიდა ოთხი საკითხით - ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის შეცვლა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა - და „ქართული ოცნება“ ოთხივეზე უკან იხევს.

„საბავშვო ბაღი ხომ არაა? ელჩებმა გვითხრეს, მოდით, შევხვდეთ, კრიზისი განვმუხტოთ და გვითხრეს - რა გინდათ თქვენ? ჩვენ ვუთხარით, რომ ეს ოთხი რაღაც გვინდა. ოთხივეზე ბრძოლა იყო ოთხი რაუნდი. ოთხივეზე უკან დაიხიეს და ახლა ვუთხრათ, არ გვინდა-თქო? რა ლოგიკაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]