პარლამენტის სრული შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წეევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ წაიკითხა:
„მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“.
ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვეს „ვფიცავ“, რის შემდეგაც შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატიდან 88 ესწრებოდა. რაც შეეხება ოპოზიციას, სხდომას 60 დეპუტატიდან არცერთი დაესწრო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ისინი მანდატებზე უარს აცხადებენ და პროპორციული საარჩევნო სიების გაქუმებას ითხოვენ.