„პირველი დღეა, რაც საკანონმდებლო ორგანოში შემოვაბიჯე, საერთოდ აქამდე არ ვიცოდი, ხო? ამიტომ ამაზე კომპეტენტური ვერ ვარ. ამას გავეცნობი აუცილებლად. საქართველო რომ არ არის ეკონომიურად მძლავრი ქვეყანა, ეს ვიცი, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში და ბევრი ამაზე ძალიან ცუდად ცხოვრობს იმიტომ, რომ თუნდაც ის, რასაც მე ვხედავ, თუ გინდათ ჩემი გამოცდილებიდან: ხშირად სუპერმარკეტში ვხედავ ძალიან ბევრ რიგებს, სხვათაშორის და მე ვფიქრობ, რომ სად არის აბა ეს ბალანსი, როგორ არის? ესე იგი, ვერ ვიხდი ფულს იმდენი ხალხია და ეს ვინ ხალხია? ქართველები არ არიან?“, – ამბობს ბოლქვაძე.
დღეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრნენ. ოპოზიციის 60-ვე დეპუტატმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომლითაც ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და ითხოვენ საარჩევნო სიების გაუქმებას.