weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

სუპერმარკეტში ხშირად ვხედავ ძალიან ბევრ რიგს, ქართველები არ არიან? – ბოლქვაძე

15:21 პარასკევი, 11 დეკემბერი 2020

პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, ამბობს, რომ საქართველო ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა არ არის, მაგრამ აქ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„პირველი დღეა, რაც საკანონმდებლო ორგანოში შემოვაბიჯე, საერთოდ აქამდე არ ვიცოდი, ხო? ამიტომ ამაზე კომპეტენტური ვერ ვარ. ამას გავეცნობი აუცილებლად. საქართველო რომ არ არის ეკონომიურად მძლავრი ქვეყანა, ეს ვიცი, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში და ბევრი ამაზე ძალიან ცუდად ცხოვრობს იმიტომ, რომ თუნდაც ის, რასაც მე ვხედავ, თუ გინდათ ჩემი გამოცდილებიდან: ხშირად სუპერმარკეტში ვხედავ ძალიან ბევრ რიგებს, სხვათაშორის და მე ვფიქრობ, რომ  სად არის აბა ეს ბალანსი, როგორ არის? ესე იგი, ვერ ვიხდი ფულს იმდენი ხალხია და ეს ვინ ხალხია? ქართველები არ არიან?“, – ამბობს ბოლქვაძე.

დღეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრნენ. ოპოზიციის 60-ვე დეპუტატმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომლითაც ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და ითხოვენ საარჩევნო სიების გაუქმებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]