weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ პარლამენტს – ოპოზიცია

17:31 პარასკევი, 11 დეკემბერი 2020

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც ადასტურებენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და საარჩევნო სიების გაუქმებას ითხოვენ.

„ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ პარლამენტს, რადგან ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი ოფიციალური განცხადებები პარლამენტში შევა ცესკოს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე“, – ნათქავმია ოპოზიციის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

მომორანდუმს ხელი მოაწერეს „ლელომ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. ხელის მოწერის ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და ასევე, „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ ბლოკშია გაერთიანებული. ეს პარტიები აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტს „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მანდატებზე უარის თქმის მიუხედავად, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებენ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მემორანდუმზე ხელმოწერა არა თუ ხელს არ შეუშლის მოლაპარაკებებს, არამედ შეიძლება ის დააჩქაროს კიდეც.

დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ. მათ პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა. 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]