weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას – ელისაშვილი ISFED-ის პარალელურ დათვლაზე

11:06 შაბათი, 12 დეკემბერი 2020

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ინფორმაცია, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგებში ხარვეზი გამოვლინდა, ოპოზიციის პოზიციას ასუსტებს.

„სიმართლე გითხრათ, დასკვნა სამჯერ გადავიკითხე. თავიდან არ ვუჯერებდი, მეგონა, რომ „ფეიკი“ იყო, რადგან ISFED-ი ისტორიულად, რაც ჩვენთან არჩევნები ტარდება, ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციაა - „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც ყველა ვენდობით. როდესაც ISFED-ი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას. გულწრფელად ვიტყვი, ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე“, – განაცხადა ელისაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, ის ელოდება „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების გაგრძელებას ელჩების ფორმატში.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა.

„საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე“, – აცხადებს ორგანიზაცია.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 45.8% ჰქონდა მიღებული, დღეს დაზუსტებული ინფორმაციით კი, მიღებული აქვს – 47.6%. ISFED-ის მონაცემების ცდომილების ხარისხი 0.7%-ია: „ქართული ოცნების“ მინიმალური შედეგი 46.9%-ია, ხოლო მაქსიმალური - 48.3%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.22% აიღო.

პარალელური დათვლის დაზუსტებული მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ 27.4% აქვს, თავდაპირველი ინფორმაციით კი 26.4% ჰქონდა. ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ამ საარჩევნო სუბიექტმა ხმების 27.18% მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]