weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

ერთი კვირა გვაჩვენებს 24 დეკემბერს რისი გახსნა იქნება შესაძლებელი – იმნაძე

00:08 ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, 24 დეკემბერს ქვეყანაში ყველაფრის გახსნა შესაძლოა სახიფათო იყოს. ამ საკითხზე კომენტარი პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.

„24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება… ჩვენ ვნახეთ რა ხდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორ გაახანგრძლივა შეზღუდვები პრაქტიკულად ყველამ და ვნახეთ მათი ლიდერების მიმართვა. თუ ჩვენ შევძელით სიტუაციის სტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, რაღაცა დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ ამაზე მსჯელობა იქნება. ეს ერთი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ მოვემზადოთ.

ყველამ ყველგან უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავი შევიკავოთ თავყრილობებისგან. თქვენ წარმოიდგინეთ, რაც შავ პარასკევს მოხდა, იგივე რომ განმეორდეს როცა გაიხსნება ყველაფერი... ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამას. არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რამდენ ადამიანს დავკარგავთ ამ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილო იქნება ეს ყველაფერი და გამოჩნდება, ერთი კვირა გვაჩვენებს თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს“, – ამბობს იმნაძე.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 28 ნოემბრიდან, ქვეყანაში რიგი შეზღუდვები ამოქმედდა, მათ შორის:

  • 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია გადაადგილება ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე;
  • შეზღუდულია მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) ეს შეზღუდვა არ ვრცელდება;
  • რესტორნები და კვების ობიექტები დაიხურა და ისინი მთლიანად გატანის სერვისზე გადავიდნენ;
  • დიდ ქალაქებში დაიხურა სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა);
  • დიდ ქალაქებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე;
  • 31 იანვრის ჩათვლით იკრძალება სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების ფუნქციონირება, ზამთრის კურორტებზე დახურული იქნება კვების ობიექტები, ხოლო სასტუმროები მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის შემთხვევაში იმუშავებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი 24 დეკემბრისა და 2 იანვრის შუალედში შემსუბუქდება, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]