weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მზეთუნახავი ჰყავს სახლში რომ უთვალთვალებენ? – წულუკიანი გვარამიაზე

18:04 ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020

„მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?“ – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდებაზე, რომ მას და მის ოჯახს სახელმწიფო უკანონოდ უთვალთვალებს.

„ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მისი პერფორმანსები, თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე. ეს ძალიან მძიმე სანახავია პიროვნულად, ადამიანურად, რადგან მას ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ცვლილება. ამას ისახავდა ის და მისი თანამებრძოლები გეგმად. ეს გეგმა ჩაფლავებულია და რეაქციაც არის განწირული, გამარგინალებული ადამიანის.  ამიტომ ძალიან ძნელია, კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც სტრატეგიული პარტნიორის ელჩზე ასეთ ამ სიტყვებით და თავდასხმას ახორციელებს.

რას ამბობთ, ძნელია თურმე ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში რომ უთვალთვალებენ, თუ რატომაა გაღიზიანებული?

ნიკა გვარამიას პერფორმანსი არის გაბომჟებული საცოდაობა. ეს არის საცოდაობა, სანახობა კი არა. „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“ ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრულწლოვან ძმიშვილებთან არის მიკროფონით მოტყუებით ბინებში და სახლებში შევარდნილი. ამიტომ გვარამიას თუ ჰყავს ოჯახი, ჩვენც გვყავს ოჯახი და დაიცავით ყველამ სტანდარტი. ყველას ოჯახში ხართ შევარდნილი ბავშვების თანდასწრებით და ნიანგის ცრემლებს ნიკა გვარამიას ოჯახზე მე, რა თქმა უნდა, არ გადმოვყრი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან წულუკიანმა.

ყოფილი იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა, რომ ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა მისი ოჯახის წევრების მოიმართ, ასე საჯაროდ ჯერ არავის გამოუთქვმს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]