weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცესკომ 5 ოპოზიციური პარტიის სია გააუქმა

11:06 სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა ოპოზიციური პარტიების/ბლოკების - „ლელოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტული პარტიის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ სიებს.

განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ გუშინ, 14 დეკემბრის, პარტიების განცხადების საფუძველზე მიიღო.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ცესკოს შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლზე უარს ამბობენ, რადგან მიჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ საარჩევნო სიების გაუქმების მოთხოვით რამდენიმე დღის წინ ცესკოს მიმართეს, სიების გაუქმების შემდეგ კი აპირებენ, რომ პარლამენტისგან დეპუტატის მანდატის გაუქმებაც მოითხოვონ. „გირჩი“, „მოქალაქეები“ და ასევე, „რესპუბლიკურ პარტია“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ ბლოკშია გაერთიანებული, აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტს „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა: 90 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]