weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი კვირიკაშვილი – იმედი მაქვს, დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს

10:14 ორშაბათი, 14 აგვისტო 2017

აფხაზეთის ომის დაწყების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 14 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგიკული დღეა.

„25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არა გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვის - ქართველებისა და აფხაზებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში“ ,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

25 წლის წინ, 14 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ოჩამჩირის რაიონში ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი დევნილად იქცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]