weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

გრიგოლ ვაშაძის განცხადება ჩვენთვის იყო მოულოდნელი და აუხსნელი – წიკლაური

13:50 სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, გრიგოლ ვაშაძის წასვლა პარტიის სხვა ლიდერებთან შეთანხმებული არ ყოფილა და მისი დღევანდელი განცხადება მოულოდნელი იყო.

„ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და მისი წასვლა, ამ განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის იყო მოულოდნელიც, აუხსნელიც და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ ვერც პათოსს და ვერც შინაარსს იმ განცხადების, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ“, – განაცხადა ჟურნლისტებთან წიკლაურმა.

მისივე თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მუდამ ხდებოდა ცვლილებები, პარტიიდან მიდიოდნენ ადამიანები, მაგრამ მათ სხვა ადამიანები ცვლიდნენ, „რადგან „ერთიანი ანციონალური მოძრაობა“ დღეს არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში ამ დიქტატორის შეცვლა“.

„თავის განცხადებაში ბატონი ვაშაძე აღწერს იმ მიზეზებს, რის გამოც წავიდა პარტიიდან, მათ შორის ახსენებს მითიურ თავდასხმებს დიპლომატებზე. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს დასხმია თავს არცერთ დიპლომატს.

ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია და ის მდგომარეობს იმაში, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად შექმნილ ე.წ. პარლამენტში არ შევალთ, არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში. შესაძლოა, ჩვენი ზოგიერთი განცხადება განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რომელიც ზოგიერთ დიპლომატს ჰქონდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ გადაგვილახავს ის ზღვარი, რომელსაც ჰქვია კეთილი თანამშრომლობა ჩვენს უცხოელ მეგობრებთან“, – განაცხადა ნუგზარ წილკაურმა.

წიკლაურის თქმით, გრიგოლ ვაშაძე იყო პარტიის თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობა მისგან ელოდა სტრატეგიული გეგმის წარმოდგენას.

„ამიტომ ახლა პარტიის თავმჯდომარის მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ არ გვქონდა ის, რაც, პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარეს უნდა გაეკეთებინა, მიმაჩნია, რომ უბრალოდ ღიმილის მომგვრელია“, – აღნიშნა წიკლაურმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]