weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სახელმწიფო მიწების მოპარვა კატეგორიულად მიუღებელია – კალაძე შენობების დემონტაჟზე

16:47 სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020

თბილისის მერის განცხადებით, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში მდებარე იმ შენობა-ნაგებობეში, რომელთა ნგრევაც დღე დაიწყეს, არავინ ცხოვრობს და ისინი სახელმწიფოს კუთვნილი მიწების მითვისების მიზნით არის აშენებული.

„იქ არავინ ცხოვრობს. ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ, წლების მერე მოახდინონ ამ მიტაცებული მიწები რაღაცნაირად მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია. ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახლები, მიწები და ა.შ. არ გამოვრიცხავ ამის უკან იყვნენ ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ ასეთი გადაწყვეტილებებით.

ეს მიდგომა და დამოკიდებულება, რომ მოვიპაროთ სახელმწიფო მიწები, კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ გაქვთ სადმე აგარაკი? მიბრძანდით და ააშენეთ თქვენც. მისაღებია ეს? მოუსულა?“ – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ შენობების დემონტაჟი დღეს, მერიის დავალებით დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რაზე მოკვლევა მიმდინარე წელს დაიწყეს.

25 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების მიტაცების ძალიან ბევრი შემთხვევაა. იმავე დღეს მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას დაავალა, დაეწყო იმ შენობების დემონტაჟი, რომელთან დაკავშირებითაც გაფრთხილება უკვე გაცემული იყო. როგორც კალაძემ თქვა, ამ პროცესში ინსპექციას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]