weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სუბარი ხალხს ეუბნებოდა, არჩევნებამდე სახლები ააშენეთო – აფრიკის დასახლებაში მცხოვრები

17:22 სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020
კადრი მთავარი არხის ვიდეომასალიდან კადრი მთავარი არხის ვიდეომასალიდან

„სოზარ სუბარი ხალხს ეუბნებოდა - მოასწარით არჩევნებამდე და სახლები ააშენეთო. აი, ასე ატყუებენ ხალხს. მოვიდეს ახლა სოზარ სუბარი აქ“, – განაცხადა მედიასთან აფრიკის დასახლებაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მამაკაცი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახი ჰყავს და უნდა იცოდეს, რას უპირებენ მათ.

სამგორის ახლად არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სამგორში ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობაა და ის მოქალაქეებს იმ შენობა-ნაგებობების დაკანონებაში დახმარებას პირდებოდა, სადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა. სუბარის ინფორმაციით, ის სახლები, რომლებიც დღეს დაანგრიეს, ბოლო 2-3 თვეში აშენდა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა დავინტერესდი,პარლამენტში ვიყავი როცა ეს პროცესი დაიწყო, მითხრეს, რომ ეს არის სახლები, რომლებიც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში აშენდა. დეტალურ განმარტებებს თბილისის მერი გააკეთებს. მართლა ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში.

არის არაერთი დასახლება, სადაც აშენებული აქვთ სახლები წლების წინ ადამიანებს, ცხოვრობენ შიგნით, ბავშვებს ზრდიან, ხეხილი აქვთ დარგული და ვპირდებოდით, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდით, თუმცა, ამ ადამიანებს შორისაც იყვნენ ხალხი, რომელიც მეუბნეოდა, რომ 1400, 1800 კვადრატული აქვს შემოღობილი, ასეთ ადამიანს, ბოდიში, ყველას იქვე ვეუბნეოდი, რომ ვერ დავპირდები, რომ 1800 მეტრს თბილისში, შეიძლება ცენტრში არა გარეუბანში, მაგრამ მაინც ამის დაკანონებაში მოგეხმარებით,მაგრამ მინიმუმ საცხოვრებელი რომ გქონდეთ, ამაში დაგეხმარებით, სადაც კანონი მოგვცემს საშუალებას, მაგრამ როცა მეუბნებიან, რომ ადამიანებმა თუ ბოლო 2-3 თვეში ააშენეს და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი, ასეთ შემთხვევაში, კანონს მართლა ყველა უნდა დავემორჩლოთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თბილისის მუნიციპალურმა ისპექცია დღეს აფრიკის დასახლებაში იმ შენობა-ნაგებობების ნგრევა დაიწყო, რომელიც, უწყების თანახმად, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე უკანონოდ არის აშენებული. ადგილზე მძიმე ტექნიკა და სამართალდამცველები ჰყავდათ მობილიზებული. პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც ათამდე ადამიანი დააკავეს. თბილისის მერი კახა კალაძემ ამბობს, რომ შენობა-ნაგებობებში არავინ ცხოვრობს და ისინი სახელმწიფოს მიწების მითვისების მიზნით არის აშენებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]