weather cur horoscope tv
სექტემბერი 24, 2023

საქართველოს ამერიკასა და აშშ-ის საელჩოზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს – კელი დეგნანი

22:23 სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ბოლო პერიოდში მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს.

„რაც შეეხება ელჩებზე გაკეთებულ განცხადებებს, აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა მოსაზრებებს და ფაქტებს შორის განსხვავებაა. ფაქტი ის არის, საქართველოს ამერიკასა და აშშ-ის საელჩოზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. ვფიქრობ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოს წარმატება.

მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიქნები ელჩი თუ სხვა, რომელ პარტიას ექნება ძალაუფლება საქართველოსა თუ აშშ-ში, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის წარმატების მიღწევაში არ შეიცვლება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებთან .

ელჩის თქმით, დიალოგი, რომელიც პარტიებს შორისაა, არის დემონსტრირება იმისა, რომ არსებობს ქართველ პოლიტიკოსებს შორის ინტერესი, თავიანთი დიდი განსხვავებები ერთად გადაჭრან.

„დემოკრატია ნიშნავს განიხილონ თავიანთი განსხვავებები, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია. არაფერი ვიცი ვადამდელ არჩევნებზე, ეს პარტიებმა უნდა განიხილონ. ისინი უნდა შეთანხმდნენ თუ რა არის მათთვის კომფორტული. ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით დავეხმაროთ მათ რითიც შეგვიძლია. ჩვენ გვსურს დავინახოთ პარტიები, რომლებიც წარმატებას მიაღწევენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რაც პარლამენტსაც გულისხმობს. ამაზეა დამოკიდებული საქართველოს დემოკრატიული მომავალი“, – აცხადებს კელი დეგნანი [განცხადების თარგმანს „რუსთავი 2“ ავრცელებს].

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]