„რაც შეეხება ელჩებზე გაკეთებულ განცხადებებს, აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა მოსაზრებებს და ფაქტებს შორის განსხვავებაა. ფაქტი ის არის, საქართველოს ამერიკასა და აშშ-ის საელჩოზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. ვფიქრობ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოს წარმატება.
მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიქნები ელჩი თუ სხვა, რომელ პარტიას ექნება ძალაუფლება საქართველოსა თუ აშშ-ში, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის წარმატების მიღწევაში არ შეიცვლება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებთან .
ელჩის თქმით, დიალოგი, რომელიც პარტიებს შორისაა, არის დემონსტრირება იმისა, რომ არსებობს ქართველ პოლიტიკოსებს შორის ინტერესი, თავიანთი დიდი განსხვავებები ერთად გადაჭრან.
„დემოკრატია ნიშნავს განიხილონ თავიანთი განსხვავებები, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია. არაფერი ვიცი ვადამდელ არჩევნებზე, ეს პარტიებმა უნდა განიხილონ. ისინი უნდა შეთანხმდნენ თუ რა არის მათთვის კომფორტული. ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით დავეხმაროთ მათ რითიც შეგვიძლია. ჩვენ გვსურს დავინახოთ პარტიები, რომლებიც წარმატებას მიაღწევენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რაც პარლამენტსაც გულისხმობს. ამაზეა დამოკიდებული საქართველოს დემოკრატიული მომავალი“, – აცხადებს კელი დეგნანი [განცხადების თარგმანს „რუსთავი 2“ ავრცელებს].