weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპოზიციის სიის წევრმა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

10:36 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020
უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა

„რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიაებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიის მე-6 ნომერმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრობა „შეიჩერა“.

მეხუთე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა გუშინ, 15 დეკემბერს დაიწყო, თუმცა ირაკლი ჩავლეიშვილი პირველ სხდომას არ დასწრებია.

„1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ. სამწუხაროდ, ჩემი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე, თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია“, – დაწერა სოციალურ ქსელში ჩავლეიშვილმა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია. 2020 წლის არჩევნების შედეგეად 14 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ხოლო 7 გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]