weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„ნაცმოძრაობამ“ ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის მერობის კანდიდატები წარადგინა

11:51 ორშაბათი, 14 აგვისტო 2017

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ირაკლი ბარძიმაძე იბრძოლებს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ბარძიმაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს შეუერთდა. მანამდე ის საგამოძიებო უწყებებში მუშაობდა – იყო გამომძიებელი ასპინძაში, რიგითი პროკურორი ახალციხეში, პროკურორის მოადგილე ახალქალაქში, 2008 –2011 წლებში კი სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურატურაში მუშაობდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვალერი გრიგალაშვილია. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბორჯომში კრიმინალი მძვინვარებს და მას აქვს ის გამოცდილება, რაც ბორჯომს გამოდგება. „აღვკვეთ იმ ქაოსს, რაც სუფევს ბორჯომში“ - განაცხადა გრიგალაშვილმა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი საკრებულოს დეპუტატი მალხაზ მოსიძე იქნება. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობისთვის კი რატი ტატალაშვილი იბრძოლებს, რომელიც ამჟამად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომლებიც არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი გამგებლის ნაცვლად მერი იქნება. შესაბამისად, როგორც 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი), ისე დანარჩენ მუნიციპალიტეტებში (თემებში) მერის არჩევა მოხდება.

 

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]