weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

კიდევ რა საფუძვლით გაუუქმდება პარტიას რეგისტრაცია – „ქართული ოცნების“ კანონპროექტი

13:21 ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020

„ქართული ცონების“ მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ „არაკონსტიტუციურ ქმედებაზე“ რეაგირებისათვის.

„ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი საარჩევნო კოდექსი საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ცვლილება შემდეგი არჩევნებიდან ამოქმედდება და პირველად შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც 2021 წელს უნდა ჩატარდეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ღრმად სწამს, რომ კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას.

საქართველოს  საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციით, პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია უქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით: საკუთარი განცხადების საფუძველზე; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში; თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა; თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა მის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]