weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „მთავარმა არხმა“ მიიღო

14:18 ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ – სექტემბერი-ნოემბრის პერიოდში – ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი - 4 270 075 ლარი ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მიიღო, მეორე ადგილზე „იმედია“, რომლის შემოსავალმაც 3 327 974 ლარი შეადგინა.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ „მთავარ არხზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფმა წუთში საშუალოდ 5583 ლარი შეადგინა. ფასიანი პოლიტიკური დროის 66.2% „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 62.9%-ს შეადგენდა.

კომისიის თანახმად, ტელეკომპანია „იმედზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3902 ლარი იყო. ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური დრო - 71.6% „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 67.5%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება სხვა ტელეარხებს, „რუსთავი 2“-ის შემოსავალმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან 2 065 163 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3672 ლარი იყო. „რუსთავი 2“-ზე ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის დრო - 67.4% „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 60.9%-ს შეადგენდა.

კომუნიკაციების კომისიის თანახმად, „ტვ პირველის“ შემოსავალმა 1 865 753 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3978 ლარი იყო. „ტვ პირველზე“ ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური დრო - 37.1% „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაეთმო, თუმცა, არხის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი „ლელო საქართველოს“ ეკუთვნის - 27.6%.

კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ, რომ 2020 წლის პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი მაუწყებლების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერი-ნოემბრის თვეში, სატელევიზიო არხებს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სულ 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ დაუკვეთა, რომლებმაც ჯამში 13 851 662.32 ლარი დახარჯეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]