weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა

18:05 პარასკევი, 18 დეკემბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მე-10 მოწვევის პარლამენტს ნდობის მისაღებად მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. გახარიას მიერ წარდგენილ კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი სახეა – იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა.

მინისტრობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;

თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;

იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;

საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;

შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.

გარდა მინისტრთა კაბინეტისა, გახარიამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა.

პროგრამის ძირითადი მიზანია, პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]