weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ვაქცინები შეიძლება მარტის ბოლოდან გამოჩნდეს ქვეყანაში – ტიკარაძე

13:13 შაბათი, 19 დეკემბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის განსაზღვრული არ არის კოვიდ 19-ის კონკრეტული ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, თუმცა მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ ნებისმიერი ვაქცინის შემოტანის საშუალება ჰქონდეს.

„ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით იმისთვის, რომ ნებისმიერი სირთულის „ცივი ჯაჭვის“ შემთხვევაში ქვეყანას შესაძლებლობა ჰქონდეს და შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა როგორც შესწავლის კომპონენტში, ისე ინფრასტრუქტურული გაძლიერების კომპონენტში. შესაბამისად, ქვეყანა მზად იქნება ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის.

დღესდღეობით ძალიან ცვალებადია ის ბაზარი, რომელიც ჩვენ გვპირდება ვაქცინის მოწოდებას. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ინფორმაცია იყოს სწორად მიწოდებული და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სავარაუდო ვაქცინები შეიძლება უკვე მარტის ბოლოდან გამოჩნდეს ქვეყანაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.

კოვიდვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განახადა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ვაქცინაცია - უსაფრთხო და ხარისხიანი ვაქცინით, რომელიც აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით განხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]