weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ

11:14 ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტისაბჭოს სხდომაზე ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ახალ თავმჯდომარეს სავარაუდოდ თვის ბოლოს, ყრილობაზე აირჩევენ.

„პარტიის თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას მიიღებს ათი ათასობით ჩვენი მხარდამჭერი, პარტიის წევრი და ეს მოხდება ელექტრონულად. ძალიან მობილიზებული ვართ, რომ რაც შეიძლება მალე ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

გიორგი ბარამიძის თქმით, ახალი თავმჯდომარე მიხელ სააკაშვილთან და პარტიის ყველა დონის ლიდერთან ერთად წინ უნდა გაუძღვეს ბრძოლას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 2019 წლის მარტიდან გრიგოლ ვაშაძე იყო. რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ პარტიას და დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. როგორც ვაშაძე განმარტავს, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას და მისთვის მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა. გროგოლ ვაშაძის თქმით, ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ „ოდიოზური ფიგურები“. გარდა ამისა, ის აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ „გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის“ გამო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]