weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველას ვარწმუნებ, ახალი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება – ინაშვილი

17:28 ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა პარლამენტს განცხადებით მიმართეს, რომლის თანახმადაც, მანდატებზე უარს ამბობენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტთან გააკეთა.

ინაშვილის თქმით, პარტიის ლიდერები კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებული, რის გამოც განცხადების უფრო ადრე დაწერა ვერ შეძლეს.

„მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მეათე მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ ვითარებაში მუდმივად უსვამდა ხაზს იმას, რომ არ შევიდოდით პარლამენტში და ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, გვაქვს ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა, მივყვებით ჩვენს დამოუკიდებელ გზას. ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება ზნეობრივი და სამართლიანი. ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში მომხდარიყო არჩევნების უზურპაცია“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი შედგება: „რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს მოლაპარაკებები, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მივაღწიოთ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს. ყველას ვარწმუნებ, რომ ახალი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა: 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 51-მა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]