weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

4-ჯერ უფრო ნაკლები ექთანი გვყავს, ვიდრე ბაზარი საჭიროებს – ტიკარაძე

00:54 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ექთნის პროფესია საკმაოდ არაპოპულარული გახდა, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი ანაზღაურების კომპონენტია.

როგორ ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა, ეს საკმაოდ მოკლე ვადებში გადასაჭრელი პრობლემაა.

„ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალს ნამდვილად ესაჭიროება გარკვეული დაცვა სახელმწიფოს მხრიდან და ჯანდაცვის სამინისტრო იღებს ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ კერო სექტორთან და საზოგადოებასთან ერთად იმისთვის, რომ მოვახდინოთ ექთნების ანაზღაურების გარკვეული დატარიფება და ამით გავაკეთოთ ის გარანტიები, რაც შემდგომში წაახალისებს ექთნის პროფესიის არჩევას ჩვენს ახალგაზრდებში.

გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან შემუშავებულია საექთნო სტრატეგია. ევროპის და აზიის განვითარების ბანკის მხრიდან მოხდა ტექნიკური  დახმარება და მნიშვნელოვანია, რომ ექთნის პროფესიის პოპულარიზება მოხდეს ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან ჩვენ დაახლოებით ოთხჯერ უფრო ნაკლები ექთანი გვყავს, ვიდრე საჭიროებს ბაზარი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებთან სელექციურ კონტრაქტებს გეგმავს, რომელშიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალის ოდენობა, რომელსაც თითოეული სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]