weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საჯარო მოხელე იქნება მთავრობის შემდგომი 4 წლის ყურადღების ცენტრში – გახარია

11:00 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კომპეტენტური და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, ეს არის ფუნდამენტი ნებისმიერი რეფორმის გატარების“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ თქვა, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც უახლოესი 4 წლის განმავლობაში უნდა გატარდეს, შეუძლებელი იქნება საჯარო მოხელის პირდაპირი ჩართულობის გარეშე.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კომპეტენტური და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, ეს არის ფუნდამენტი ნებისმიერი რეფორმის გატარების. ამიტომ საჯარო მოხელე იქნება საქართველოს მთავრობის შემდგომი 4 წლის ყურადღების ცენტრში.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ქვეყანა სრულად არის საპარლამენტო დემოკრატია, როდესაც „ქართული ოცნების“ რეფორმების შედეგად ჩვენ პირდაპირ, უახლოეს წლებში გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო მოხელე ხდება ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა.

ამიტომ საჯარო მოხელის კომპეტენციის გაზრდა და კეთილსინდისიერება იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. როდესაც ვსაუბრობთ საჯარო მოხელის ეფექტურობაზე, ყველას კარგად გვესმის, რომ აქაც გვაქვს გამოწვევები. ეს შეიძლება იყოს კომპეტენციის ხარისხი, კორუფციის გამოწვევები, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ის გამოწვევებია, რომელსაც ყოველთვის ვპასუხობდით და ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ ამ გამოწვევებზე პასუხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]