weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მუნიციპალიტეტებში რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა იგეგმება – ღარიბაშვილი

11:49 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში იგეგმება რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს როგორც სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის სამსახურებს.

პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სისტემის შესახებ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს თემა ქვეყნის დაცვას ეხება და არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის, არამედ, ნებისმიერი მოქალაქისთვის პრიორიტეტული თემაა. მისივე თქმით, ამ კუთხით შემუშავებული კანონპროექტის საკანონმდებლო უწყებაში განსახილველად შემოტანა პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა უახლოეს მომავალში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებული პროექტი განიხილება.

კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყურადღება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადებაზე გამახვილდება.

დღეს მოქმედი კანონით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარება  18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი. მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო იმ პირის სამხედრო აღრიცხვა, რომელსაც არ აქვს რეგისტრაციის ადგილი, – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]