„სასმელი წყლის პრობლემა ჯერ ქვეყნისთვის უნდა მოვაგვაროთ. დღეს, რეალურად, ქვეყანაში სისტემური პრობლემაა სასმელი წყლის წესრიგში მოყვანა. უამრავი სოფლებია საქართველოში, სადაც ნორმალურ სასმელ წყალზე წვდომა არის პრობლემა და ჩვენ თუ საგზაო ინფრასტრუქტურა შედარებით წესრიგში მოვიყვანეთ, წყალმომარაგება (როგორც სასმელი, ისე რაირიგაციო წყალი) სულ უფრო და უფრო სისტემური პრობლემა ხდება. ჩვენ თუ უახლოეს წლებში - წელს, მომავალ წელს, არ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება, წყლის ექსპორტი კი არა, ჩვენი მოქალაქეების წყლით მომარაგება გაგვიხდება პრობლემა. ამიტომ, დაახლოებით, უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში, ძირითადი პრობლემა იქნება ჩვენი მოქალაქეების ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგება. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება სხვა უფრო გლობალურ ამოცანებსა და პრობლემებზე საუბარი“, – განაცხადა გახარიამ.
ვლადიმერ კახაძის თქმით, სასმელი წყლის სახით საქართველოს „ვეებერთელა, მთელ მსოფლიოში გამორჩეული რესურსი“ აქვს. კახაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, რას ფიქრობს სასმელი წლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე. დეპუტატის თქმით, სასმელი წყლის რეალიზაციის გზით ბიუჯეტი დიდ შემოსავალს მიიღებს.