weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წყალმომარაგება სულ უფრო და უფრო სისტემური პრობლემა ხდება – გახარია

13:21 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხარისხიანი სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგების პრობლემის გადაჭრა მომავალი 3-4 წლის ამოცანა იქნება. „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე გიორგი გახარიამ უპასუხა დეპუტატ ვლადიმერ კახაძის შეკითხვას „სასმელი წყლის კაპიტალიზაციასთან“ დაკავშირებით.

„სასმელი წყლის პრობლემა ჯერ ქვეყნისთვის უნდა მოვაგვაროთ. დღეს, რეალურად, ქვეყანაში სისტემური პრობლემაა სასმელი წყლის წესრიგში მოყვანა. უამრავი სოფლებია საქართველოში, სადაც ნორმალურ სასმელ წყალზე წვდომა არის პრობლემა და ჩვენ თუ საგზაო ინფრასტრუქტურა შედარებით წესრიგში მოვიყვანეთ, წყალმომარაგება (როგორც სასმელი, ისე რაირიგაციო წყალი) სულ უფრო და უფრო სისტემური პრობლემა ხდება. ჩვენ თუ უახლოეს წლებში - წელს, მომავალ წელს, არ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება, წყლის ექსპორტი კი არა, ჩვენი მოქალაქეების წყლით მომარაგება გაგვიხდება პრობლემა. ამიტომ, დაახლოებით, უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში, ძირითადი პრობლემა იქნება ჩვენი მოქალაქეების ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგება. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება სხვა უფრო გლობალურ ამოცანებსა და პრობლემებზე საუბარი“, – განაცხადა გახარიამ.

ვლადიმერ კახაძის თქმით, სასმელი წყლის სახით საქართველოს „ვეებერთელა, მთელ მსოფლიოში გამორჩეული რესურსი“ აქვს. კახაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, რას ფიქრობს სასმელი წლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე. დეპუტატის თქმით, სასმელი წყლის რეალიზაციის გზით ბიუჯეტი დიდ შემოსავალს მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]