„თქვენ ხომ ხედავთ, ყველანი, განსაკუთრებით, მაჟორიტარები ხართ - რა ხარისხის და რა დონის დელეგირება ხდება, როგორც ფინანსური რესურსების, ასევე გადაწყვეტილების მიღების ადგილობრივ დონეზე. იქ თუ კომპეტენცია არ დახვდა, არის უზარმაზარი რისკები: არაეფექტიანობის, კორუფციის, კიდევ ბევრი რაღაცის.
ამიტომ, არავინ აპირებს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დელეგირების შემსუბუქებას, ან გაჩერებას, მაგრამ შემხვედრი პროცესიც უნდა დაიწყოს ადგილობრივ დონეზე - კომპეტენციის ზრდა. სხვანაირად შედეგი დადგება არასახარბიელო და ჩვენი მოქალაქე, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში იქნება უკმაყოფილო და ეს უკმაყოფილება შემდგომ გამომჟღავნდება სხვადასხვა ქმედებებში. რაც შეეხება დელეგირების პროცესს, ეს გაგრძელდება იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც გვაქვს 2025 წლამდე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად და მაჟორიტარებმა ადგილობრივ დონეზე, რომ კომპეტენციის ზრდას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მთავრობას ადგილობრივი ხელისუფლების თვითმმართველობის გაძლიერების სამოქმედო გეგმა აქვს, რომელიც 2025 წლამდე იმუშავებს.