weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მილიონზე მეტი ადამიანი შემოსავლის 25%-ზე მეტს მედიკამენტებისთვის ხარჯავს – სერგეენკო

15:34 ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2020

პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის დანახარჯი მედიკამენტებზე კატასტროფული დანახარჯების ნიშნულს ცდება.

„დღეს მთელი მსოფლო პანდემიას ებრძვის, თუმცა პანდემიის პირობებშიც კი, არაგადამდები დაავადებები რჩება ნომერ პირველ მკვლელად. საქართველოს მოსახლეობისთვის, მილიონზე მეტი ადამიანისთვის მედიკამენტებზე დანახარჯი, სწორედ იმ მედიკამენტებზე, რომელიც არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ არის საჭირო, ცდება კატასტროფული დანახარჯების ნიშნულს, ანუ შემოსავლის 25%-ზე მეტს ეს ადამიანები ხარჯავენ მედიკამენტებისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ჯანდაცვის რეფორმები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს კატასტროფული მაჩვენებლები შემცირდეს. როგოორც დავით სერგეენკო ამბობს, აუცილებელია ძალიან მტკიცე პოლიტიკური ნება.

საქართველოს პარლამენტი, რომელშიც საქმიანობას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები აგრძელებენ, დღეს გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს. გუშინ, პრემიერ-მნისტრობის კანდიდატმა გახარიამ განაცხადა, რომ მედიკამენტებზე ფასი უნდა შემცირდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]