weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას – თეა ახვლედიანი

10:02 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020
ფოტოზე ზაზა გახელაძე ფოტოზე ზაზა გახელაძე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის ორი თვით გახანგრძლივებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურად მუშაობენ, რათა საოკუპაციო რეჟიმზე წნეხი გაძლიერდეს.

„სამწუხაროდ, როგორც ცნობილია საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას, ქმედებებს, რომლებიც მათ შორის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაზე და უკანონო პატიმრობაზე.  დღესდღეობით დაკავებულია ჩვენი რამდენიმე მოქალაქე, როგორც აფხაზეთის მიმართულებით ირაკლი ბებუა, ასევე ცხინვალის მიმართულებით ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი. სასიხარულო ამბავია ის, რომ გუშინწინ გათავისუფლდა მირიან თაზიაშვილი.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით. სამწუხაროდ, დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა. საქართველოს შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებენ და ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ ბერკეტს, დაწყებული არაფორმალური არხების გამოყენებით, მუდმივ რეჟიმში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ რეგულარულად ვიღებთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ და რაც მთავარია ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე და მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შედეგს“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]