weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩარევის მეტი ლეგიტამაცია, შინაარსში შესვლა, ამ გზით წასვლა ჩვენც მოგვიხდება - სუბარი

19:29 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020

„ჩვენთან როდესაც უფლებებს შორის რაღაც ბალანსი დგება, ის ყოველთვის დარღვეულია გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ის, რასაც ჩვენ გამოხატვის თავისუფლებას ვუწოდებთ, სინამდვილეში, სულაც არ არის გამოხატვის თავისუფლება და ის არ არის დაცული არც ევროპული კონვენციით და არც საერთაშორისო ვალდებულებებით იმიტომ, რომ ის სცდება იმ საზღვარს“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“.

მისივე თქმით, ამ წუთში იმის თქმა, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს, ხელისუფლება ამას არ აპირებს, მაგრამ გარკვეულწილად,

„დღეს ევროპული კანონმდებლობაც, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის მაუწყებელთა მარეგულირებელ კომისიას ყოველდღე აძელევენ რაღაც ახალ უფლებებს, რომელიც ჩარევის უფრო მეტ ლეგიტიმაციას აძლევს ამ მარეგულირებელს და მათ შორის, შინაარსში შესვლისასაც. ამ გზით წასვლა ჩვენც მოგვიხდება იმიტომ, რომ ძალიან არაცივილიზებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. სადღაც ველურობაში, არაადამიანურობაში მივდივართ.

ეს არ წერია არც ტრადიციაში, არც ადამიანობაში და არც არაფერში. ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს კანონით უნდა განმტკიცდე“.

რაც შეეხება დამხობას, მოწოდებებთან ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი იმიტომ, რომ ამ მოწოდებებს არ მოსდევს მყისიერი, რაღაც ქმედების საფრთხე, მაშინ ეს მოწოდება არაფერი არ არის. სიტყვაზე, ვინმე მაჭუტაძემ რომ მოუწოდოს, „წავიდეთ, დავამხოთ ხელისუფლება“. შეიძლება ჩავთვალოთ გამოხატვის თავისუფლებად, რადგან ვერაფერი მოჰყვება მის ნათქვამს, მაგრამ როდესაც პარლამენტის წინ, 20 ივნისს, ხდება მოწოდებები და ამას იქვე მოსდევს ქმედება, ცხადია, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება და ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. იგივე, რასაც თქვენ ბრძანებთ, ოდესის ყოფილ გუბერნატორზე თუ მის მომხრეებზე, თუ აქ ცალკეულ ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ პოლიციელებზე თავდასხმისკენ, ესეც, ცხადია, არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და არ უნდა ტრანსლირდებოდეს, ან ტრანსლირების შემთხვევაში, მარეგულირებელ კომისიას ან სასამართლოს უნდა ჰქონდეს ბერკეტები, რომლითაც ამის ჩარჩოში მოქცევა იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]