weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურთან ახალი მავთულხლართები გაავლო

14:52 ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ფოტო დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ფოტო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 26-27 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბროდერიზაციის პროცესი.

როგორც სუს-ი აცხადებს, საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე დაამონტაჟა ახალი კონსტრუქციები.

„საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მათივე ცნობით, ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები.

სოფელი ფახულანი მდინარე ენგურის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ამ ტერიტორიაზე ძველი მავთულხლართების განახლება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]