weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა და ახალი პლატფორმის შექმნას აპირებს

15:59 ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020

„პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა“, – ამბობს ელენე ხოშტარია პარტია „ევროპული საქართველოს“ დატოვებასთან დაკავშირებით.

როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის რჩება ოპოზიციურ ერთობაში და არ განიხილავს პარლამენტში შესვლის საკითხს. მას არ დაუსახელებია, ვისთან ერთად შექმნის ახალ პოლიტიკურ ძალას.

„ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე. უბრალოდ, მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში - ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა და რა თქმა უნდა, ამის შესახებ საზოგადოებას დეტალურად ვაცნობებ.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ასევე მტკიცე, ერთიანი, კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამ საკითხზე განცხადება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც გააკეთა. მისი თქმით, ელენე ხოშტარია დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გეგმავდა და ეს პარტიისთვის ცნობილი იყო.

„როგორც ჩანს, მისთვის უფრო მისაღები გახლავთ თავისუფალი და არაპარტიული აქტივობა, სადაც მას ხელები ექნება გახსნილი ყველა იმ აქტივიზმისთვის, რასაც სამოქალაქო აქტიურობა და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ჩატარებული აქციები ითვალისწინებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]