weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ „მთავარ არხს“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა

23:10 ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა. პარტიის საჩივრის განხილვა კომისიის 31 დეკემბერის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

საჩივარში, რომელიც 18 დეკემბრით თარიღდება, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წერს, რომ „მთავარმა არხმა“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ეთერში არ განათავსა „ქართული ოცნების“ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა, რითიც კანონი დაარღვია.

„მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 13 ნოემბერს, სოციალურ ქსელში საჯაროდ განაცხადა, რომ ეთერში არ განთავსდებოდა „ქართული ოცნების“ არცერთი საარჩევნო რეკლამა, თუნდაც ეს კანონდარღვევა ყოფილიყო.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაში და მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარის თქმაში. არ ვაპირებთ, შემოსავალი მივიღოთ ქართველი ხალხის ნების ქურდების და დამნაშავეებისგან, მით უფრო, მათი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ხელშეწყობის გზით.

ჩვენ, როგორც პროდასავლური და პატრიოტული მედია, მივიჩნევთ, რომ იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება წაერთვა მის უალტერნატივო წყაროს - ქართველ ხალხს - და მოხდა მისი უზურპაცია არალეგიტიმური არჩევნების გზით, აღარ გვაქვს არც კანონისმიერი ფორმალობების დაცვის, არც კანონდარღვევის გამო ჯარიმის შიშის და, მით უმეტეს, არც შემოსავალზე ზრუნვის უფლება“, – წერდა ნიკა გვარამია.

„მთავარმა არხმა“, პროტესტის ნიშნად, არჩევნების მეორე ტურის დღეს განვითარებული მოვლენების გაშუქებაზეც უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]