weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“ – გახარია

11:29 სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჭორია გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 3 იანვრიდან ქვეყანაში სრული „ლოქდაუნი“ გამოცხადდება. როგორც გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადების, ან უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა არ არსებობს.

„არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე - ავტომობილებით თუ ფეხით. ერთადერთი - 24 დეკემბრიდან გახსნილი სავაჭრო ობიექტები დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. ამის აუცილებლობა არ არსებობს. ბოლოს დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს დღეს უკვე ვგრძნობთ. რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის. ამიტომ არანაირი „ლოქდაუნების“ და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა, განსაკუთრებით გადაადგილებაზე არ არსებობს და არ იქნება, ეს არის ჭორები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2638 პირი, ხოლო 25 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]