weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ბექა ძამაშვილი დაინიშნა

22:50 ორშაბათი, 04 იანვარი 2021

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ბექა ძამაშვილი დაინიშნა. ის კურირებას გაუწევს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას საერთაშორისო მიმართულებებით.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2020 წლებში ბექა ძამაშვილი მუშაობდა სამინისტროში საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსად, ასევე, იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. მანამდე იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ბექა ძამაშვილმა 2010 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა. 2012 წელს – ლონდონის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სამხედრო კონფლიქტების სამართლის მიმართულებით; 2013 წელს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საჯარო (კონსტიტუციური) სამართლის მიმართულებით; ხოლო 2017 წელს – ამავე უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა.

სამინისტროს თანახმად, ბექა ძამაშვილი არის პროფესორი და სამართლის დოქტორი, აქვს აკადემიური საქმიანობის 9-წლიანი გამოცდილება. 2011 წლიდან სამართალს ასწავლიდა ლონდონის სხვადასხვა სკოლასა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში; არის სამართალში ორი სახელმძღვანელოსა (თანასწორობის სამართალი და სამხედრო კონფლიქტების სამართალი) და 20-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]