weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მნიშვნელოვანია რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა – კობახიძე

17:29 სამშაბათი, 05 იანვარი 2021

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტში არცერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება. კობახიძემ ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა საქართველოს პარლამენტში. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში.

მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც არცერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი.

ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტი-დასავლურები. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“, შესაბამის ფრთას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება სცნო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსმა“ 4 მანდატი მოიპოვა. პარტიის საარჩევნო სიის პირველმა სამმა წევრმა - ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ დეპუტატის მანდატებზე უარი განაცხადეს. სწორედ მათი ადგილმონაცვლეები არიან ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე და დავით ზილფიმიანი. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე წევრს, ავთანდილ ენუქიძეს, მას მანდატზე უარი არ უთქვამს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]