weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარემ 8, მოადგილემ კი 9 პრემია-დანამატი მიიღეს

15:29 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჟა გენგაშვილმა ერთ წელიწადში 52 973 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო. ძირითად ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 31 800 ლარია, მან 8-ჯერ მიიღო პრემია და დანამატი, სულ 21 173 ლარი. იმავე პერიოდში 9 პრემია და დანამატი აიღო მისმა მოადგილემ რაფი ორუჯოვმა.

ვაჟა გენგაშვილი და რაფი ორუჯოვი გარდაბნის საკრებულოს ხელმძღვანელ თანამდებობებზე 2014 წლის ივლისში, - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იქნენ არჩეულნი. 

გარდაბნის საკრებულოს დადგენილების თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 650 ლარია, ე.ი. წელიწადში - 31 800 ლარი. რეალურად, ვაჟა გენგაშვილის ანაზღაურებამ მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში შეადგინა 52 973 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 4 414 ლარი. მხოლოდ ერთ წელიწადში, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარემ, ხელფასთან ერთად მიიღო 8 პრემია და დანამატი, საერთო ჯამში 21 173 ლარი. 

თვეში 1 700 ლარს შეადგენდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი, რაც წელიწადში 20 400 ლარია. რაფი ორუჯოვის ანაზღაურება კი 2015 წელს ჯამში 34 604 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პრემია და დანამატი 9-ჯერ მიიღო, აქედან 8-ჯერ - ხელფასის სრული მოცულობით. აღსანიშნავია, რომ გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სარგო 2016 წლის 1 თებერვლიდან გაიზარდა და თვეში 2 200 ლარით განისაზღვრა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ვაჟა გენგაშვილმა 2017 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ მონაცემები საერთოდ არ მიუთითა. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ამ სახის სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

 

 

 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]