მისი თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება.
„თითოეულ სახელისუფლებო შტოს აქვს მკაცრად განსაზღვრული და შემოფარგლული უფლებამოსილებები. დღეს ჩვენ გვყავს მოამაგე, მეგობრული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება“, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკიდან ისევ წავიდეს და მართვის სადავეებს „სრულად ჩამოსცილდეს“. როგორც ის ამბობს, საკუთარი მისია შეასრულა და „ქართული ოცნების“ არსებული გუნდი შეძლებს, მისი „შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლებას“.