weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის კანდიდატია

17:16 ორშაბათი, 11 იანვარი 2021

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე წარადგინა.

პარტიის ყრილობა, სადაც თავმჯდომარეს, ასევე, პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ, შაბათს, 16 იანვარს გაიმართება. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კლაძემ განაცხადა, ყრილობას მთელი საქართველოდან 400-მდე დელეგატი დაესწრება.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი გაავრცელა, სადაც ივანიშვილი წერს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, პოლიტიკიდან მიდის და „სრულად ჩამოსცილდება“ მართვის სადავეებს. როგორც ივანიშვილი ამბობს, მისი მისია შესრულებულია და „ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია მისი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება.

„პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არა ახალბედა და მერყევი, არამედ პირიქით, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი და გამოცდილი, ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი, გამორჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ხალხის სამსახურში მყოფი, ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი ერთობაა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ინტელექტით, საკუთარი მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და პროფესიონალიზმით, არც ერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს“, – წერს ბიძინა ივანიშვილი წერილში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]