„ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება, არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც.
დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული. ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ, ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება. ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარეს 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. პოლიტსაბჭომ ამ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე წარადგინა.