weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

მზად ვარ პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, ყველას დასანახად გავიკეთო – კახაძე

17:19 სამშაბათი, 12 იანვარი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ექიმმა რადიოლოგმა ლადო კახაძემ განაცხადა, რომ მზად, არის საჯაროდ გაიკეთოს კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანაში შემოტანილი პირველი ვაქცინა, რათა ვაქცინაციისადმი ნდობის ამაღლებას შეუწყოს ხელი.

კახაძემ აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც მოუწოდა, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აცრა საჯაროდ გაიკეთონ, რათა ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ის უსაფრთხოა.

„იქნებ გავაკეთოთ ინიცირება, მაგალითად, მე, როგორც დარგის სპეციალისტი, როგორც საკანონმდებლო სივრცის წარმომადგენელი და ასევე ასაკის გათვალისწინებით, მზად ვარ და თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო, არამხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, არამედ ვაქცინაციისადმი ნდობის ასამაღლებლად. მივმართავ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე საპატრიარქოს, დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით, ვთხოვ, რომ პირველი ვაქცინაციის დროს სახალხოდ, ერთად გავიკეთოთ ეს ფრონტალურად, რათა ადამიანებს კიდევ ერთხელ მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა“, – განაცხადა კახაძემ.

ჯერ უცნობია, როდის და რომელი დასახელების ვაქცინა შემოვა საქართველოში. დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ (Pfizer) ვაქცინით გახდება შესაძლებელი.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ორი ვაქცინის შემოტანა განიხილება, რომელთაგან ერთი AstraZeneca, ხოლო მეორე – ჩინური ვაქცინაა. ცერცვაძის აზრით, „ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება“, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღება და გამოყენება კი საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან რთულ ლოჯისტიკასთან არის დაკავშირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]