weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა – ბიძინა ივანიშვილი

00:12 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ პარტიის ლიდერები ერთმანეთში საქმის გარკვევას არ დაიწყებენ და კრიტიკულ სიტუაციაში საღი აზრის ჩამოყალიბებას შეძლებენ, „ქართულ ოცნებას“ არანაირი პრობლემა შეექმნება.

„ჩემი გუნდის წევრებმა იციან იმდენივე და ზოგიერთმა ჩემზე მეტიც იმაზე, რასაც პოლიტიკური მოღვაწეობა და ქვეყნის განვითარება ჰქვია. სხვადასხვა მიმართულებით გვყავს ძალიან ნიჭიერი ლიდერები. ჩემი თხოვნაა და შევახსენებდი ერთადერთს - თუ ისინი მოახერხებენ, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა, თუ ისინი მოახერხებენ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შეიკრიბონ და კამათში საღი აზრი ჩამოაყალიბონ, გარწმუნებთ, რომ არანაირი პრობლემა „ქართულ ოცნებას“... ერთადერთი ეჭვი ეს მაქვს. თუ ეს ვერ მოახერხეს და ერთმანეთში საქმის გარკვევა დაიწყეს, მაშინ შეიძლება საქმე გაუარესდეს, თუმცა, თუ მაინც გაინტერესებთ ჩემი შეფასება, უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა, აბსოლუტურად ჯანსაღად გააგრძელებს თავის მოღვაწეობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, პოლიტიკიდან მიდის და „სრულად ჩამოსცილდება“ მართვის სადავეებს. „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარეს 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. პოლიტსაბჭომ ამ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]