weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სააკაშვილზე გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი და კაცია – ივანიშვილი

11:25 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე ღირსეულად ვანო მერაბიშვილი მოიქცა, რომელმაც „ვალი მოიხადა“.

როგორც ივანიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, დღეს არც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი სააკაშვილს ხელს არ ჩამოართმევს.

„ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი - შალიკოს ტყუპი ძმა გახდა დღეს, რასაც უნდა იმას ამბობს. ეს კაცი მართავდა. როდესაც პოლიტიკური ქველმოქმედების საკითხზე მინდოდა საუბარი, არ მინდა გამომრჩეს: რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტი დევნაშია, მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი - დამისახელეთ ქვეყანა, სადაც მსგავსი თანამდებობის პირები დასჯილან და ამ დროს დემოკრატიის მიმართულებით ევროპა ტაშს უკრავს დღეს „ქართულ ოცნებას“. ეს არის, მათ შორის ჩემი დამსახურება „ქართულ ოცნებასთან“ ერთად; არის ის, რითაც შემიძლია ვიტრაბახო. ეს მოვახერხეთ ჩვენ.

ყველა წელიწადს გაუგებრად იქაჩება, ჩამოვალო. გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი და კაცია.

ამაზე უარის მთქმელები გაჩნდებიან ოპოზიციაში. მთვარიდან ვერავის მოვიყვანთ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიცია და გაიგოს, რომ ძალადობაზე უარი უნდა თქვას. ძალადობდნენ ხელისუფლებაშიც და ახლაც. პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, იქ, სადაც წყლის აპარატებია, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. თავისნაირად ეგონათ, თუ მოვექცეოდით“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ვანო მერაბიშვილი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს იკავებდა, 6 წელი და 9 თვე პატიმრობაში იყო. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე. ვანო მერაბიშვილი 2020 წლის თებერვალში, სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]