weather cur horoscope tv
ივნისი 03, 2020

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე – ორი მოსმენით მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება

00:32 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017 hits 967

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში სტუდენტებსა და უფროსკლასელებს პროექტი "წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად" გააცნო. პრეზიდენტმა ყურადღება კონსტიტუციის ძირითად ღირებულებეზე და მათი დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასაც.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა პრეზიდენტს ჰკითხეს მისაღებია თუ არა მისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ის ფორმა, რაც საკონსტიტუციო პროცესმა მიიღო, მისთვის მიუღებელია.

"ჯერ ჩაკეტილ კარს მიღმა მუშაობა, მერე რა, რომ ამ ჩაკეტილ კარს მიღმა ჭკვიანი იურისტები და კონსტიტუციონალისტები მუშაობდნენ. კონსტიტუცია ხომ თითოეული მოქალაქისაა. ღმერთმა მე მომცა თავისუფლება და არა ვიღაც x კონსტიტუციონალისტს. შესაბამისად, ის ჩემს თავისუფლებაზე რომ ლაპარაკობს და მთავარ დოკუმენტს წერს, მეც უნდა ჩამრთოს ამ პროცესში. მერე უცებ მოხდა ამ კონსტიტუციის გამოტანა და ორი მოსმენით უსწრაფესად მიღება. ორი მოსმენით მგონი, მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება, რომლითაც დღეს ვცხოვრობთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო დროს კონსტიტუციასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები პოკერის თამაშს ჰგავს.

"ერთმანეთს უცხადებენ რაღაცეებს. ეს ყველაფერი კი ისე მიდის, რომ საზოგადოება კვლავ არაა ჩართული. ახალი გამოცხადებაა ბუნებრივი ბარიერი თუ რაღაც ასეთი. საჭიროა ღია, ჩართული პროცესი. ბონუსის სისტემაა ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს. ბონუსის სისტემაზე ასეთ რამეს გვიცხადებენ, რომ თუ ერთ პარტიას არ აქვს ძლიერი ხელისუფლება, თურმე ეს სახელმწიფოსთვის ყოფილა საშიში. ერთპარტიულ სიძლიერზე კი არ იგება სახელმწიფოს უსაფრთხოება და სტაბილურობა, არამედ ის აგებულია რაც შეიძლება მაღალი ხარისხის კონსენსუსზე, რაც შეიძება მეტ ადამიანზე, პოლიტიკურ პარტიაზე, ეთნიკურ ჯგუფზე, რომელსაც მოსწონს ამ ქვეყანაში ცხოვრება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბაზალეთის საზაფხულო სკოლა პროექტის "ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი" ფარგლებში ფუნქციონირებს, რომელსაც მოძრაობა "ინიციატივა" ახორციელებს, ფინანსურ მხარდაჭერას კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]