weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ხარისხიანი ვაქცინა – გიორგი გახარია

12:20 პარასკევი, 15 იანვარი 2021

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ „კოვაქსის“ პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

პრემიერის თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს და რამდენიმე ამოცანა აქვს: პირველი არის ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა ლოჯისტიკური რეჟიმი აქვს; ასევე, მოაგვაროს ყველაფერი, რათა ქვეყანა მზად იყოს მოსახლეობის ვაქცინაციის დასაწყებად. მეორე – წინასწარ განსაზღვროს ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა ვაქცინაცია პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ; მესამე –რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ „კოვაქსის“, არამედ სხვა პლატფორმების საშუალებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პირველ ორ მიზანთან დაკავშირებით კომისიას უკვე აქვს გეგმა, რომელსაც ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე წარადგენენ, შემდეგ კი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.

„ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]