ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით 20 იანვარს გაემგზავრება.
„ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან. პრეზიდენტი შეხვდება: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.