weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რაც მეტს ვილაპარაკებთ რუსეთის წინააღმდეგ, უფრო წამოვლენ თბილისისკენ – იმერეთის გუბერნატორი

10:42 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

„საზღვარი ერთი კილომეტრით გადმოიწევა წინ თუ უკან, ეს რა თქმა უნდა, მძიმე თემაა, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ. ისეთი კატაკლიზმები ხდება მსოფლიოში, ხვალ რა მოხდება, არავინ იცის, ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. აბა, დავუწყოთ რუსეთს ომი, როგორც სააკაშვილმა გააკეთა და დავკარგავთ თბილისსაც“, – აცხადებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ადგილობრივ გამოცემა „ნიუპრესთან“ საუბარში.

„რუსეთი ღიზიანდება, როდესაც ჩვენი ურთიერთობები ღრმავდება ნატოსთან... რაც მეტს ვილაპარაკებთ, მითუფრო ახლოს წამოვლენ თბილისისკენ“.

ჩვენ რომ ახლა რუსეთი გავაღიზიანოთ და კიდევ აქეთ კილომეტრებით გადმოვაწევინოთ საზღვარი, ალბათ, არ იქნება სწორი“, – აღნიშნავს გუბერნატორი.

გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორად 2015 წლიდან მუშაობს. მანამდე, 2012 წლიდან იყო ვაკის რაიონის გამგებელი. 2012–2013 წლებში იყო პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული სამსახურის უფროსი და აღმასრულებელი მდივანი. 1992 წლიდან დღემდე არის ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი. 1997 წელს გახდა ღირსების ორდენის კავალერი, ხოლო 1998 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია. 1998–2000 წლებში მუშაობდა „წითელი ხიდის“ საბაჟო–გამშვები პუნქტის უფროსად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]