weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ქართული ოცნების“ ყრილობა აქციის ფონზე მიმდინარეობს

13:34 შაბათი, 16 იანვარი 2021

„ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე უნდა აირჩიონ, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. თბილისში, „ექსპო ჯორჯიასთან“ სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებას „არ აპატიებენ და არ შეარჩენენ“ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების „გაყალბებას“. მათივე თქმით, ირაკლი კობახიძე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემოქმედია.

აქციაზე „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით ისმოდა შეძახილები „მონებო“. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]